მოსწავლის ქცევის კოდექსი

  მოსწავლის ქცევის კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

  1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი’’) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებსრომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაშიაგრეთვესკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  2.  ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნასსადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებასუნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
  3. სკოლა ვალდებულიაყველა მასწავლებელსმოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი.
  4.  სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს.

მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი

  1.  ქცევის კოდექსის მიზანიადანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები.
  2.  ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვასმოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემისსკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას

მუხლი 3. რეგულირების სფერო

  1.  ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე
  2.  სკოლის დირექციამასწავლებლებისკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში

 

 

 

 

 

თავი II. მოსწავლის ქცევის წესები

უხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

  1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
  2.  მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორისმასწავლებლისსკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს

მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებსთავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგანცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზესასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს

  1.  მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე
  2. გაკვეთილზე ყოფნისასმოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
  3.  მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე
  4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროსარასასწავლო მიზნით
  5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებსსასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
  6.  მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომსსხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
  7.  მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას
  8.  მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
  9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარსხვა პირთა და სკოლის ქონებას
  10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე

მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

თამბაქოს ნაწარმი;

ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთებირომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად

სანთებელა ან ასანთი

ალკოჰოლური საშუალებები

ტექნიკური საშუალებებირომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს

ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული

აზარტული თამაშის საშუალებები

უხამსობის ამსახველი ნივთები

ნარკოტიკული საშუალებები

ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები

ფსიქოტროპული საშუალებებიექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე

მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის

მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

No comments:

Post a Comment