პროექტი - ცნობილი ნაგებობები
2016 წლის 1 აპრილს IIIბ კლასის მოსწავლეებმა
განახორციელეს პროექტის პეზენტაცია- ,,ცნობილი ნაგებობები“. პროექტის მიზანი
იყო - მსოფლიოს ღირშესანიშნაობების გაცნობა. კლასი დაიყო ოთხ გუნდად. მოსწავლეებმა მოიძიეს
საჭირო რესურსები და მასალა.
განათავსეს ფორმატზე. მონდომებითა
და პასუხისმგებლობით მუშაობდა
გუნდის თითოეული წევრი, რისთვისაც სიგელები
დაიმსახურეს.
პროექტი - ,,მოვეფეროთ იაკობს და დედაენას"
დიდ მწერალს და საზოგადო მოღვაწეს იაკობ გოგებაშვილს დაბადებიდან 176 წელი შეუსრულდა, ამასთანავე 140 წელი გავიდა ,,დედაენის" შექმნიდან.
კვირეულის ფარგლებში 2016 წლის 4 ნოემბერს IVბ კლასის მოსწავლეებმა მოამზედეს პროექტი-,,მოვეფეროთ იაკობს და დედაენას".
პროექტის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების და ბიოგრაფიის გახსენება.
პროექტი- ,,დავიცვათ ბუნება!"
2016 წლის 15 დეკემბერს IVბ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს
პროექტი - ,,დავიცვათ ბუნება!"
პროექტის მთავარი მიზანი: ადამიანი ბუნების ნაწილია და ბუნებაში ცხოვრობს.მას ჯანმრთელობისათვის სუფთა წყალი, ჰაერი, საკვები ესაჭიროება.სამწუხაროდ დღევანდელ დღეს დაბინძურებულია ჰაერიც, წყალიც, გარემოც.ბუნებას ეკარგება სილამაზე.
ამ პროექტით მოსწავლეებმა უნდა გაითავისოდა შეძლებისდაგვარად მცირე წვლილი მაინც შეიტანონგარემოს დაბინძურებისა დაა ბუნების სილამაზის შენარჩუნების პრობლემის მოგვარებაში.
პროექტი-,,ცოცხალი
ორგანიზმები“
2017 წლის 4 აპრილს IVბკლასმა განახორციელა
პროექტის პრეზენტაცია-,,ცოცხალი ორგანიზმები“.
პროექტის მიზანი:მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება,
სხვადასხვა რესურსების გამოყენება,ვიზუალური მასალის
მოძიება და შექმნა
თემის ირგვლივ, საჭირო
მასალის თავმოყრა და დახარისხება,
პროექტის თვალსაჩინოებაზე მუშაობა. პროექტის საშუალებით
მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველთა სამყაროს.მოიძიებენ დამატებით
საჭირო ინფორმაციას ცხოველების
შესახებ და მიღებულ
ცოდნას გამოიყენებენ პრეზენტაციის
დროს.
პროექტი
იყო წარმატებული, მოსწავლეებს
პრეზენტაციისათვის ჰქონდათ თვალსაჩინოებები და რეალური ფაქტები
ცხოველების შესახებ. პროექტი მოსწავლეებს აუმაღლდებს მოტივაციას,
რათა ხშირად დაგეგმონ
და განახორციელონ ასეთი სახის პროექტები,
მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებელი
მუშაობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
პროექტი - ,,უნდა ვიყო ტოლერანტი''
2019-2020 სასწავლო წელს, ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მესამე კლასში
ჩავატარე პროექტი თემაზე:,,მე უნდა ვიყო ტოლერანტი“.რადგან თემა ძალიან აქტუალური
გახდა და ცნობიერების
ამაღლება დაწყებით კლასიდანვე უნდა დაიწყოს.პროექტის ამოცანაა შექმნან ტოლერანტული
გარემო;აღიზარდონ ისეთ პიროვნებად,რომლებსაც
გაცნობიერებული ექნება შემწყნარებლობის აუცილებლობა
და დაიცავს როგორც საკუთარ,ისე სხვა ადამიანების უფლებას,მიუხედავად რასისა,სქესისა,კანის ფერისა,რელიგიისა და სხვა განსხვავებისა, რომელიც ჰუმანური და
ტოლერანტული იდეების მატარებელი და ერთგული
იქნება.
პროექტზე მუშაობა
გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში
(25.09.2019-10.10.2019).პროექტმა დიდი ინტერესი
გამოიწვია მოსწავლეებში,ვინაიდან მათ მეტად
მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ტოლერანტობასთან დაკავშირებით.
ბავშვებმა იმუშავეს
ჯგუფებში.შექმნეს პლაკატი ,,ტოლერანტი სამყარო“.მოაწყეს პრეზენტაცია.
პროექტი-,,არ დავუშვათ ბულინგი"
შპს
,,კანდიდი“საშუალო სკოლის III კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე სოციალური
პროექტი ,,არ დავუშვათ ბულინგი“.პროექტის მიზანი
იყო ძალადობისგან თავისუფალი,თანასწორობასა და პატივისცემაზე დამყარებული
გარემოს შექმნა.ბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების
დონის ამაღლება.
პროექტზე
მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის
განმავლობაში (07.10.2019-21.10.2019).
ერთად ვუყურეთ ბულინგის ამსახველ ფილმს.
ფილმის ჩვენების შემდეგ კი გავმართეთ დისკუსია,გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.პროექტის დასრულებისას
დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტი
სლოგანით-,,ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს!“მოაწყვეს საინფორმაციო ბუკლეტების პრეზენტაცია.
პროექტი-,,დავიცვათ გარემო"
პროექტი-,,დავიცვათ გარემო"
2019 - 2020 სასწავლო წელს (24.10.2019-07.11.2019) დავგეგმე სოციალური პროექტი
თემაზე: ,,დავიცვათ გარემო“, რომლის მიზანი
იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. პროექტში წამოჭრილი პრობლემა რეალურად დგას ქვეყანაში,
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემს მოსწავლეებს ეზრუნათ სუფთა გარემოზე.
კლასი დავყავი ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა მოიძია
ინფორმაცია, საინტერესო ფოტომასალა
ჰაერის,წყლისა და ნიადაგის
დაბინძურების შესახებ და მოაწყვეს პრეზენტაცია.
ბავშვებს კლასში
ვაჩვენე ფილმი. ფილმის ჩვენების შემდეგ
არგუმენტირებულად იმსჯელეს იმ საფრთხეების
შესახებ, რაც თან
ახლავს გარემოს დაბინძურებას.
სახალისო აღმოჩნდა
ბავშვებისთვის სკოლის ეზოს
დასუფთავება და გამაფრთხილებელი აბრების
გაკვრა. გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა.
პროექტი-,,წითელი წიგნი და საქართველოს ფაუნის წარმომადგენლები“
2019-2020
სასწავლო წლის I სემესტრში III კლასის მოსწავლეებთან
ერთად განვახორციელე სოციალური პროექტი: ,,წითელი წიგნი და საქართველოს ფაუნის წარმომადგენლები“,როლის მიზანი იყო
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების გაცნობა და დაცვა.
პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში (11.11.2019-27.11.2019).
პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში (11.11.2019-27.11.2019).
კლასი
დავყავი ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების შესახებ.ასევე მოიძიეს ინფორმაცია რეინჯერებზე და ბრაკონიერებზე. მოაწყეს მოძიებული მასალის
პრეზენტაცია.
მივაწოდე ინფორმაცია
,,წითელი წიგნის“ შესახებ.
პროექტის დასრულებისას
ბავშვებმა დაამზადეს ხელნაკეთი ,,წითელი წიგნი“ და მოაწყეს პრეზენტაცია.
,,გააცოცხლე ნახატი"
2020 წლის 18 მაისს IIIბ კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ნახატები ,,გააცოცხლეს". პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და საოცარი გარდასახვა მოახდინეს.
პროექტი-,,სასმელი წყალი“
2020 წლის 18 მაისს IIIბ კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ნახატები ,,გააცოცხლეს". პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და საოცარი გარდასახვა მოახდინეს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
ბავშვები-ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის,რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება იყოს უკეთესი.პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად.ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს,რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს!
ყველა ბავშვს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ ბედნიერ ბავშვობა!
1 ივნისი 2020 წელი
პროექტი - ჩრდილების თეატრი
2020 წლის 5 ოქტომბერს IVბკლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი,,ჩრდილების თეატრი.“ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს ზღაპრის პერსონაჟები და მოაწყეს წარმოდგენა .
2020 წლის 12 ოქტომბერს IVბკლასმა განახორციელა პროექტის პრეზენტაცია-,,სასმელი წყალი“.
პროექტის მიზანი:მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება, სხვადასხვა რესურსების გამოყენება,ვიზუალური მასალის მოძიება და შექმნა თემის ირგვლივ, საჭირო მასალის თავმოყრა და დახარისხება, პროექტის თვალსაჩინოებაზე მუშაობა.
პროექტი მოსწავლეებს აუმაღლდებს მოტივაციას, რათა ხშირად დაგეგმონ და განახორციელონ ასეთი სახის პროექტები, მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
2021 წლის 19 აპრილს პროექტის ფარგლებში ,,გარემოსა და სკოლის ეზოზე ზრუნვა" სკოლა ,,კანდიდის" IVკლასის მოსწავლეებმა იზრუნეს სკოლის გამწვანებაზე.დარგეს ყვავილები.
No comments:
Post a Comment