ექსკურსია-ღონისძიება


                                                     
                                                              ექსკურსია  მთაწმინდაზე

      2015 წლის  4  ნოემბერს  IIIბ  კლასი წავიყვანე  მთაწმინდის  პანთეონში, სადაც  მოვილოცეთ   მამა  დავითის  ტაძარი, მოვინახულეთ ქართველი  მწერლების  და  საზოგადო  მოღვაწეების  განსასვენებელი. ბავშვებმა  პატივი  მიაგეს  და  ყვავილებით  შეამკეს  იაკობ  გოგებაშვილის  საფლავი.















                                                       სტუმრად  ,,გარდენიაში"
     2016 წლის 18 მაისს  ვესტუმრეთ ,,გარდენიას“, დავათვალიერეთ  ბაღი, რომელშიც უამრავი ლამაზი  ყვავილი და მცენარეა. მოსწავლეებს  ჩაუტარდათ გაკვეთილი.  მებაღის  დახმარებით   ქოთნებში ჩარგეს  ყვავილები.  











ღონისძიება  ახმეტელის  თეატრში

         2016  წლის  16  ივნისს   III კლასმა   მონაწილეობა  მიიღო სასკოლო   ღონისძიებაში,  რომელიც   ახმეტელის  თეატრში გაიმართა.    წარმოვადგინეთ სპექტაკლი ,,მე  ვდგავდი  სპექტაკლს...“ბავშვებმა გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები.
  







ექსკურსია   ჩარგალში
         
    2016 წლის  22 ივნისს  მოვაწყეთ  მიზნობრივი  ექსკურსია  ჩარგალში. მოვინახულეთ  ვაჟა-ფშაველას  სახლ-მუზეუმი.  ექსკურსიის  ბოლოს  მოვაწყეთ  პიკნიკი.  ამ  დღით  მოსწავლები  კმაყოფილნი  დარჩნენ.                                                                                                     


           






ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

        2016   წლის 12 ნოემბერს IV კლასის მოსწავლეები წავიყვანე ეთნოგრაფიულ მუზეუმში.ბავშვებმა მოინახულეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს
 ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები.
ექსკურსია საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.











                                                                


                                                           სტუმრად  ,,ზოოტოპიაში”


 2017 წლის  18 აპრილს  ვესტუმრეთ ,,ზოოტოპიას“.დავათვალიერეთ  კონტაქტური  ზოოპარკი.მოსწავლეები  არა მარტო  გაეცვნენ  ცხოველთა  სამყაროს,  არამედ  შეეხნენ,  ეთამაშნენ, აჭამეს  საჭმელი. ამ  დღით  მოსწავლეები  კმაყოფილები  დარჩნენ.



                  









                                                            


                                                           ექსკურსია  კახთში
         


    2017  წლის  23  ივნისს  ვეწვიეთ  კახეთს. მოვილოცეთ  წმინდა  ნინოს  საფლავი  ბოდბის დედათა  მონასტერში  და  ვესტუმრეთ  ციხე-ქალაქს  სიღნაღს. დავათვალიერეთ  ისტორიულ-ეთნოგრაფიული  მუზეუმი  ქალაქ  სიღნაღში,  სადაც  დაცულია  ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური  და  შუა  საუკუნეების  მასალა. მთავარ  ღირშესანიშნაობას   წარმოადგენს ნიკო  ფიროსმანაშვილის  ფერწერული  კოლექცია. ბავშვებმა  გადაიღეს  სურათები  და კმაყოფილები  დაბრუნდნენ  შინ.







                                                   







                                                       ღონისძიება  ახმეტელის  თეატრში
  

       2017 წლის 26  ივნისს ჩვენმა კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც ახმეტელის თეატრში გაიმართაწარმოვადგინეთ  სპექტაკლი  ,,ეს  ოთხი  წელი...“.ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები. ღონისძიება საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.













საახალწლო ღონისძიება
         2017   წლის 29  დეკემბერს  დავდგით   სპექტაკლი ,,საახალწლო საჩუქარი" .  ბავშვებმა  გამოავლინეს  შემოქმედებითი  უნარები, იცეკვეს,იმღერეს, ლექსებით  მიულოცეს დამდეგი  შობა-ახალი  წელი. 









ვიზიტი  დედა ენის  ბაღში


        2018  წლის 14  აპრილს  დედა ენის  დღესთან  დაკავშირებით ვესტუმრეთ  დედა ენის  ბაღს. ბავშვებმა  მოინახულეს დედა ენის  ძეგლი, წაიკითხეს  ლექსები, გადაიღეს  სამახსოვრო  ფოტოები და  კმაყოფილები  დაბრუნდნენ  შინ.


















ექსკურსია მცხეთაში
2018 წლის  28  მაისს Iბ კლასი  წავიყვანე  ექსკურსიაზე.მოვილოცეთ  შიომღვიმის  სამონასტრო  კომპლექსი და  სამთავროს  დედათა მონასტერი,შემდეგ  მოვაწყეთ პიკნიკი, ბავშვები  კარგად გაერთნენ.გადავიღეთ  სამახსოვრო  ფოტოები  და  კმაყოფილები  დავბრუნდით  შინ.
















ღონისძიება  ახმეტელის  თეატრში

       2018 წლის  22  ივნისს I კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო   ღონისძიებაში, რომელიც ახმეტელის თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ სპექტაკლი ,,წუნა  და წრუწუნა“.
      ბავშვებმა გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი      უნარები.ღონისძიება საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.














                               სტუმრად ,,ექსპერიმენტორიუმში"
   
  2019 წლის  28  მარტს  IIIბ კლასი  წავიყვანე  ,,ექსპერიმენტორიუმში“.ბავშვებმა  დაათვალიერეს  უამრავი ინტერაქტიული ექსპონატი.შეეხნენ  და  გამოსცადეს. თითოეული ექსპონატზე მოისმინეს  თუ რომელი კანონების ზემოქმედებასთან გვქონდა საქმე.მუზეუმში ვესტუმრეთ ოთახ-ლაბორატორია, სადაც  ვნახეთ ქიმიური ცდების სანახაობრივ წარმოდგენა.
                                                        








                                                           
                                                      

                                                      
                                                  სტუმრად  ილუზიების  მუზეუმში
  2019  წლის 8 მაისს    IIIბ კლასი   წავიყვანე   ექსკურსიაზე   - ილუზიების მუზეუმში, სადაც  თავმოყრილია  ყველა ოპტიკური,პროექციული და სენსორული ილუზიები.მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღეს  ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ. ბავშვები  ესტუმრნენ  სათამაშო ოთახებს,რომლებიც  თავად  ქმნიდნენ  ილუზიას.დაათვალიერეს სხვადასხვა  ზომის  ექსპონატები.იმხიარულეს,იხალისეს  და გადაიღეს  სამახსოვრო ფოტოები.















                                                                      ექსკურსია 
    2019  წლის  1 ივნისს  III კლასი  წავიყვანე  ექსკურსიაზე.ვესტუმრეთ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს  ჩარგალში.მოვინახულეთ ანანურის კომპლექსი(ტაძარი და  ციხე-ქალაქი),შემდეგ  მოვაწყეთ  პიკნიკი,ბავშვები კარგად გაერთნენ.გადავიღეთ  სამახსოვრო  ფოტოები  და კმაყოფილები დავბრუნდით  შინ.















                                                   ღონისძიება  ახმეტელის  თეატრში
2019 წლის  20 ივნისს III კლასმა  მონაწილეობა  მიიღო  სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც  სანდრო  ახმეტელის სახელობის  დრამატულ  თეატრში  გაიმართა. წარმოვადგინეთ  სპექტაკლი  ,,ქასთინგი 2019“.სპექტაკლი დატვირთული  იყო  სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი  ნომრებით. ბავშვებმა  გამოავლინეს  თავიანთი  შემოქმედებითი  უნარები. ღონისძიება  საიტერესო  და  ხალისიან გარემოში  წარიმართა.



 







                                                საშემოდგომო  ღონისძიება
   2019 წლის 26 ოქტომბერს  IIIბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს   საშემოდგომო ღონისძიებაში. წარმოადგინეს რაჭის კუთხე. მოსწავლეები  საცეკვაო ნომრით  წარდგნენ  მოწვეული  სტუმრების წინაშე.ღონისძიება  საინტერესო და სახალისო  იყო.












                                                 
                                    


                                                  








                  ინტელექტუალური  თამაში ,,ტვინების  ბრძოლა"
         
      28.10.19წ. სკოლა  „კანდიდში“ მე-3  და  მე-4 კლასებში  ჩატარდა  ინტელექტუალური  შეჯიბრი  „ტვინების ბრძოლა“. თამაში იყო საინტერესო და დაძაბული. უნდა აღინიშნოს გუნდის წევრებს შორის შეთანხმებული მუშაობა. მერვე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად კაპიტნები  იბრძოდნენ. 
















                                                     სტუმრად,,ექსპერიმენტორიუმში“
    2019  წლის  17  დეკემბერს III კლასი  წავიყვანე  ,,ექსპერიმენტორიუმში“.ბავშვება დაათვალიერეს  მუზეუმში არსებული  ექსპომატები. შეეხნენ და  გამოსცადეს. გაიგეს თუ  რომელ კანონზე დაყრდნობით მუშაობს  თითოეული  ექსპონატი.მუზეუმში დაესწრნენ  ქიმიურ და აზოტის  შოუს.













                                                                  

                                                      ,,თბილისის  ციფრული  სივრცე“
    2021  წლის  13  აპრილს IV ბ კლასთან ერთად ვესტუმრე  ,,თბილისის  ციფრულ სივრცეს“.ბავშვება დაათვალიერეს  ვან  გოგის  ნამუშევრები.ნახეს და მოისმინეს ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი". 




                                                      
                    
                                             ექსკურსია 
    2021  წლის  6 ივნისს  IV ბ კლასი  წავიყვანე  ექსკურსიაზე   მარტყოფში.მოვინახულეთ ღვთაების  მამათა  მონასტერი,შემდეგ  მოვაწყეთ  პიკნიკი,ბავშვები კარგად გაერთნენ.გადავიღეთ  სამახსოვრო  ფოტოები  და კმაყოფილები დავბრუნდით  შინ.









                                                                        ბოლო  ზარი

      ჩემო პატარებო,მე მინდა თქვენ იცხოვროთ მშვიდობიან საქართველოში. იყოთ გონიერები, ზრდილები, განათლებულები. მთელი ბავშვობა ღიმილი არ მოგშლოდეთ. იხარეთ მშობლების გულების გასახარად.მუდამ მემახსოვრებით და მეყვარებით. განსაკუთრებულად გამახარებს თქვენი ყოველი წარმატებით გადადგმული ნაბიჯი.გისურვებთ ბევრ წარმატებას!

                                                                                                      2021 წლის 15 ივნისი

               

















ვიზიტი  დედა ენის  ბაღში


        2022  წლის 14  აპრილს  დედა ენის  დღესთან  დაკავშირებით ვესტუმრეთ  დედა ენის  ბაღს. ბავშვებმა  მოინახულეს დედა ენის  ძეგლი, წაიკითხეს  ლექსები, გადაიღეს  სამახსოვრო  ფოტოები და  კმაყოფილები  დაბრუნდნენ  შინ.










მხიარული   სტარტები

            2022 წლის  4 მაისს, სპორტის მასწავლებლის იმედა კვეკვესკირის  ორგანიზებით,  მოეწყო ,,მხიარული სტარტები“,რომელშიც  Iბ კლასმაც მიიღო მონაწილეობა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პარალელური კლასები. ჩემმა კლასმა პირველი ადგილი აიღო. სპორტული შეჯიბრება მეტად მხიარული და სახალისო გამოვიდა...











ღონისძიება  ახმეტელის  თეატრში

         2022  წლის  20  ივნისს   I კლასმა   მონაწილეობა  მიიღო სასკოლო   ღონისძიებაში,  რომელიც   ახმეტელის  თეატრში გაიმართა.    წარმოვადგინეთ სპექტაკლი ,,მგელი და კრავი“
ბავშვებმა გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები.











შემოდგომის ფესტივალი
 2022 წლის 29 ოქტომბერს  IIბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს   შემოდგომის ფესტივალში. წარმოადგინეს სვანეთი. მოსწავლეები  საცეკვაო  ნომრითა და მუსიკალური კომპოზიციით  წარდგნენ  მოწვეული  სტუმრების წინაშე.ღონისძიება  საინტერესო და სახალისო  იყო.











სტუმრად  ხელოვნების სასახლეში
           2022 წლის 22 დეკემბერს   IIბ  კლასი ესტუმრა საქართველოს ხელოვნების  სასახლე-კულტურის  ისტორიის მუზეუმს.მოსწავლეებმა  დაათვალიერეს მუზეუმი;გაეცნენ  ქართულ და მსოფლიო საშობაო ტრადიციებს;ნახეს თემატური ვიდეო რგოლები; პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში დაამზადეს ნაძვის ხის სათამაშო კურდღლები.













ჭადრაკის  ჩემპიონატი
         2022 წლის   2 დეკემბერს  ჭადრაკის  მასწავლებელმა გიორგი  გოგიჩაიშვილმა კლასში      ჩაატარდა ჩემპიონატი.გამოვლინდა გამარჯვებული სამეული გოგონებსა და ვაჟებს   შორის. 10  დეკემბერს გაიმართა ჩემპიონატის ფინალი,რომელშიც მეორე კლასელებს        შორის შეჯიბრში   გოგონებსა და ვაჟებს  შორის პირველი ადგილი მოიპოვეს  IIბ კლასის მოსწავლეებმა.






მხიარული   სტარტები

            2023 წლის  16 მაისს, სპორტის მასწავლებლის მალხაზ აბრამიშვილის ორგანიზებით,  მოეწყო ,,მხიარული სტარტები“,რომელშიც IIბ კლასმაც მიიღო მონაწილეობა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პარალელური კლასები. ჩემმა კლასმა პირველი ადგილი აიღო. სპორტული შეჯიბრება მეტად მხიარული და სახალისო გამოვიდა...













ჭადრაკის  ჩემპიონატი
  2023 წლის   19 მაისს  ჭადრაკის  მასწავლებელმა გიორგი  გოგიჩაიშვილმა კლასში      ჩაატარდა ჩემპიონატი.გამოვლინდა გამარჯვებული სამეული გოგონებსა და ვაჟებს   შორის. 27 მაისს გაიმართა ჩემპიონატის ფინალი,რომელშიც    მეორე კლასელებს შორის შეჯიბრში   გოგონებში - მეორე ადგილი, ხოლო ვაჟებში  მესამე  ადგილი მოიპოვეს    IIბ კლასის  მოსწავლეებმა.









ექსკურსია მარტყოფში
2023 წლის  4 ივნისს IIბ კლასი  წავიყვანე  ექსკურსიაზე.მოვილოცეთ  ღვთაების მამათა მონასტერი,შემდეგ  მოვაწყეთ პიკნიკი, ბავშვები  კარგად გაერთნენ.გადავიღეთ  სამახსოვრო  ფოტოები  და  კმაყოფილები  დავბრუნდით  შინ.









ღონისძიება  ახმეტელის  თეატრში

         2023  წლის  26  ივნისს   II კლასმა   მონაწილეობა  მიიღო სასკოლო   ღონისძიებაში,  რომელიც   ახმეტელის  თეატრში გაიმართა.    წარმოვადგინეთ ინგლისური  სპექტაკლი ,,ტყის ზღაპარი“ბავშვებმა გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები.








     საშემოდგომო  ღონისძიება
   2023 წლის 28 ოქტომბერს  IIIბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს   საშემოდგომო ღონისძიებაში. წარმოადგინეს აჭარა.  მოსწავლეები  საცეკვაო ნომრით  წარდგნენ  მოწვეული  სტუმრების წინაშე.ღონისძიება  საინტერესო და სახალისო  იყო.














სტუმრად  შოკოლადის  მუზეუმში
  2023   წლის 2 ნოემბერს    IIIბ  კლასი ესტუმრა  შოკოლადის  მუზეუმს.მოსწავლეებმა  მოისმინეს  საინტერესო  ლექცია შოკოლადის წარმოებისა და ისტორიის   შესახებ, დაათვალიერეს მუზეუმში  არსებული ექსპონატები და  დააგემოვნეს უგემრიელესი ნატურალური  შოკოლადი.








ჭადრაკის  ჩემპიონატი
         2023 წლის   17  ნოემბერს  ჭადრაკის  მასწავლებელმა გიორგი  გოგიჩაიშვილმა კლასში      ჩაატარდა ჩემპიონატი.გამოვლინდა გამარჯვებული სამეული გოგონებსა და ვაჟებს   შორის. 8 დეკემბერს სკოლაში გაიმართა ჩემპიონატის ფინალი,რომელშიც  ვაჟებს  შორის მეორე  ადგილი მოიპოვა  IIIბ კლასის მოსწავლემ.



                                                       ,,თბილისის  ციფრული  სივრცე“
    2023  წლის  20 დეკემბერს  III ბ კლასთან ერთად ვესტუმრე  ,,თბილისის  ციფრულ მუზეუმს“,სადაც ხელოვნება და  და ემოცია ერთ სივრცეშია.ბავშვება იმოგზაურეს   სამყაროში;დაათვალიერეს გალაქტიკები და პლანეტები; მოინახულეს სარკეებიანი ოთახი; მოისმინეს ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი". 











  სტუმრად    მუზეუმში
  2024  წლის 10აპილს    IIIბ კლასი   წავიყვანე   ექსკურსიაზე   - თბილისის ღვინისა  და ქართული იარაღის მუზეუმში, სადაც  მოვისმინეთ ქართული ღვინის  მრავალსაუკუნოვანი ისტორია;საინტერესო ინფორმაცია  გაგვაცნეს ქართულ იარაღზე,ტრადიციულ სამოსსა  და წეს- ჩვეულებებზე. 













ჭადრაკის  ჩემპიონატი

       2024 წლის 7 ივნისს სკოლაში გაიმართა ჩემპიონატის ფინალი ჭადრაკში,რომელშიც   მესამე კლასელებს შორის შეჯიბრში - ვაჟებში  მესამე  ადგილი მოიპოვა  IIIბ კლასის მოსწავლემ.



ექსკურსია  ვარიანში
     2024 წლის  8 ივნისს მოვაწყე მიზნობრივი ექსკურსია  ვარიანში. ბავშვებმა დაათვალიერეს  იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი,ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მწერლის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.  მწერლისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული  ნამუშევრები და  ფოტომასალა.  





ღონისძიება ახმეტელის  თეატრში
2024 წლის  25 ივნისს III ბ კლასმა  მონაწილეობა  მიიღო  სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც  სანდრო  ახმეტელის სახელობის  დრამატულ  თეატრში  გაიმართა. წარმოვადგინეთ  სპექტაკლი  ,,დრიაში  ლაშის  ღელის  ჭალაში“.ნოდარ დუმბაძის ,,ბოშების,, მიხედვით. ბავშვებმა  გამოავლინეს  თავიანთი  შემოქმედებითი  უნარები. ღონისძიება  საიტერესო  და  ხალისიან გარემოში  წარიმართა.







































































































































                                     







































































































  
















No comments:

Post a Comment