პირველი ნაბიჯები სკოლაში...
პირველი მასწავლებლის პირველი მოფერება...
და... პირველკლასელობა...
ჩვენო პატარა კანდიდელებო, ჩვენო იმედო და მომავალო, გილოცავთ! ...
”ჩემო ძვირფასო პირველკლასელებო!
გულწრფელად მიხარია, რომ დღეს ჩვენი სკოლის კარები გავხსენი თქვენთვის! მე ნამდვილად
მსურს, რომ ჩვენი დღე დაიწყოს იმავე მხიარული თვალებით და გაბრწყინებული ღიმილით, რომლითაც
თქვენ დღეს ამ დღესასწაულს ანათებთ.
ბევრი გვაქვს გასავლელი
და ერთად გასაკეთებელი. მაგრამ მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ, არის ვიყოთ მეგობრები,
გვიყვარდეს, გვჯეროდეს, გვესმოდეს! მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაიზრდება კარგი
ადამიანი, რომელიც მიაღწევს დიდ წარმატებებს ცხოვრებაში და აისრულებს თავის სანუკვარ ოცნებას! ჩვენ დღეს შევქმნით
საფუძველს ასეთი ბედნიერი მომავლისთვის! გეპატიჟებით თქვენს პირველ გაკვეთილზე
თქვენს პირველ კლასში! ”
ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, დღეიდან სკოლა ,,კანდიდი” თქვენი შვილების, შვილიშვილების ლამაზი, თბილი, ზღაპრული სამყარო იქნება.აქ დაიზრდებიან, დაფრთიანდებიან ეს თვალხატულა გოგო-ბიჭები... და მერე , წლების შემდეგ,დავაჟკაცებულნი და დაქალებულნი, ძლიერნი და ამაყნი, გონიერნი და მიზანდასახულნი,კონკურენტუნარიანი განათლებით აღჭურვილნი თვალს გაუსწორებენ ცხოვრების გამოწვევებს.
No comments:
Post a Comment