მხიარული სტარტები
2024 წლის 30 ოქტომბერს, სპორტის მასწავლებლის მალხაზ აბრამიშვილის ორგანიზებით, მოეწყო ,,მხიარული სტარტები",რომელშიც IVბ კლასმაც მიიღო მონაწილეობა.ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პარალელური კლასები. ჩემმა კლასმა მეორე ადგილი აიღო. სპორტული შეჯიბრება მეტად მხიარული და სახალისო გამოვიდა...
შემოდგომის ფესტივალი
2024 წლის 2 ნოემბერს IVბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შემოდგომის ფესტივალში. წარმოადგინეს კახეთი. მოსწავლეები საცეკვაო ნომრით წარდგნენ მოწვეული სტუმრების წინაშე.ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო.საგაზაფხულო ღონისძიება
2025 წლის 28 თებერვალს IVბ კლასის მოსწავლეებმა საგაზაფხულო ღონისძიება ჩაატარეს.მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა იზეიმეს და ულამაზეს ქალბატონებს,უსაყვარლეს დედიკოებსა და ბებიებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები მიულოცეს.მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და მხურვალე ოვაციებიც დაიმსახურეს.


ჭადრაკის ჩემპიონატი
2025 წლის 6 ივნისს სკოლაში გაიმართა ჩემპიონატის ფინალი ჭადრაკში,რომელშიც მეოთხე კლასებს შორის შეჯიბრში-ვაჟებში მესამე ადგილი მოიპოვა IVბ კლასის მოსწავლემ. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ასევე ოქროსი და ბრინჯაოს მენდლებით.
ბოლო ზარი
ჩემო პატარებო,გილოცავთ მეოთხე კლასის დამთავრებას! გილოცავთ და გლოცავთ,იარეთ წინ, წარმატებისკენ, სიკეთისა და სიყვარულის გზებზე.ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ,უეკლო გზებზე გევლოთ,საკუთარი თავის რწმენა არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდებთ,რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!
ღონისძიება ახმეტელის თეატრში
2025 წლის 26 ივნისს IVბ კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო ღონიძიებაში,რომელიც სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ სპექტაკლი,,ოთხი ლამაზი წელი",რომელიც მეოთხე კლასის გამოსაშვებისადმი იყო მიძღვნილი.იყო ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი ნომრები.მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.ღონისძიება საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.
No comments:
Post a Comment